იყო დრო, რომ მიხაროდა
გათენება
იყო დრო, რომ მიხაროდა გათენება,
მზის სხივებით, თუნდაც წვიმით დათენება,
თვალს ღიმილი უნებურად მიკრთებოდა,
გაცინება თურმე მაშინ მიხდებოდა.
ზეცას ხელი სიხარულით მიწვდებოდა,
ფრთებგაშლილსაც ცაში ფრენა მინდებოდა,
უშენობით ორივ მკლავი ჩამომცვივდა
და თვალიდან სიმწრის ცრემლი გადმომცვივდა.
რაც მესმოდა, ყველა ნათქვამს ვიჯერებდი,
გულით მწამდა, სიყვარულით ვიფერებდი,
დარდზე დარდი ახლა შენით მემატება,
ტკივილებით გული სადღაც მეპარება.
ჩემი ცრემლი წვიმის წვეთებს უერთდება,
შუბლს ნაოჭი უშენობით უბევრდება,
დღეს და ღამეს ვეღარ ვამჩნევ განსხვავებას
და ფიქრებიც ესწრაფვიან დახვავებას.
იმედის სხივს გზები უკვე ჩაეხერგა,
მუქ ღრუბლებში სხივს ბილიკი
დაებეგრა,
ვნებდები საღამოს
მზემ გამოანათა, გაათბო გარემო,
ღრუბელმა სხივი კი, დააფრთხო საჩემო,
გულშიდაც ვერ შეძლო გაეხსნა სარკმელი
და ისევ ულევ დარდს დაერქვა სათქმელი.
ნეტავ სად ჭიკჭიკებს ობოლი ჩიტუნა,
წეღან, რომ ეზოში თოთო ფრთით იხტუნა,
რა მალე გაფრინდა...სულ მარტო დამტოვა,
ვერც ის ვერ მიმიხვდა, თუ რატომ დამთოვა.
ღიმილმა დამკარგა, თვალს ცრემლი აგროვა,
ველი,რომ იწვიმებს ლექსები ნაგროვად,
ზეციდან ღრუბლებში ნაწვეთი დაცურდა,
რომლებიც ტკივილმა ძარღვებში აბურდა.
ნამცეცი იმედიც უარყო სამყარომ,
სევდიან ფიქრებში უნდა რომ ჩამფაროს,
ვჩერდები ამჯერად...ვნებდები საღამოს
და ვიცი, რომ ვეღარ შევხვდები საამოს.
,,ეთო" .მაისი. 2024.
ობოლი ჩიტი
ობოლი ჩიტი გალობდა დილით,
მოთქმით კვნესოდა დარდს და ვაებას,
გულის წუხილით ამბობდა ტკივილს,
მე კი მეგონა, სადღაც გაება.
გულს ჩახუტება მომინდა მისი,
მოფერება და ხელში გათბობა,
მაგრამ გაფრინდა...მოწვიმა დღისით
და სურდა ალბათ ფრთებში ჩათბობა.
მარტოსულს ჰგავდა, ჩავფიქრდი უცებ,
კვლავ გამახსენდა ჩვენი ანცობა,
ხვალის იმედით ჩავივლი ქუჩებს,
მაგრამ არ შეგვრჩა ძველი გაცნობაც.
ჩიტის გალობამ გამიხსნა დარდი-
მოურჩენელი ჩემი იარა,
ამ სიყვარულში ჩამიჭკნა ვარდი
და მომეხვია ბედის მხვიარა.
არც მზე მახარებს, არც მზის სხივები,
ვეღარც იოლად გამაქვს დღეები,
რა ცრუ გამოდგა ნაფიქრ- მითები,
ცასაც ამაოდ ამაქვს ხელები.
ობოლმა ჩიტმა გადმომდო დარდი,
მოთქმა-წუხილმა ცრემლი მადინა,
ჩემმა იარამ გამომდო ფანდი
გაწვიმდა ისევ
გაწვიმდა ისევ, ცას დასცვივდა ცრემლები სევდით,
ისევ შეიკრა დიდი შუბლი, გოროზად გვიმზერს,
არ ეშველება არაფერი შევლებით ხელის,
ვერ გადავარჩენთ გამთბარ სხივებს
თოთოს და მზისფერს.
ალბათ მოშივდა ბეღურას, ან შეჩერდა ტოტზე,
მაგრამ შესცივდა, შეეფარა ფოთლების ხშირ ,,ტყეს",
გვერდით მეორეც ამოუდგა...
მებევრა ყლორტზე
და გადაიქცნენ ორივენი წვიმისგან ცის ტყვედ.
შემომაფიქრდი მათ ცქერაში სევდიან დღის პირს,
ყველა საათმა გაირბინა ჩემს თვალწინ წამში,
გახსოვს? ის წუთი, რომ შემომხვდი ქვიშიანს...მიღირს,
ჩამომისახლე იმ თავითვე...მე მაშინ, ნამში.
შემშურდა თითქოს ბეღურების, მზრუნველებს ჰგავდნენ,
ჰყავდათ ერთურთი, უყვარდათ და ათბობდნენ ფრთებით,
მე კვლავ დავდივარ ვით ობოლი, თუნდ ბევრნი მყავდნენ,
იმედს.