ქადა უგემრიელესი ქადა რეცეპტი
გავხეხოთ 2პ. მარგარინი და 6 ჭიქა ფქვილთან ერთად ავსრისოთ ხელით, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. დავამატოთ 0.5ლ. მაწონი, ან არაჟანი, სოდა, ვანილი, 2 კვერცხი და მე 1 ჭ. შაქარსაც ვუკეთებ, ისე, არ უნდა.. მოვზილოთ კარგად. გავყოთ 5-6 ნაწილად, გავაბრტყელოთ, გავშალოთ ზედ გულსართი დავახვიოთ და დავჭრათ სასურველ ფორმებად.
გულსართი: გავადნოთ 1 მარგარინი, ან კარაქი, ცხელშივე ამოვუკიდოთ ფქვილი, მე თვალის ზომით ვაყრი ფქვილს და 2 ჭ. შაქარი. ვანილთან ერთად. გამოცხობის წინ, გადავუსვათ გათქვეფილი, ვანილიანი კვერცხი.
იმ ცრემლს დავლოცავ, ეკრანის წინ დედა რომ ტირის,
ხელით შეხებას ნატრულობს და შვილებს ვერ წვდება,
იმ დღეს დავლოცავ, გადაღლილი სახლში რომ მიდის,
მაგრამ წართმეულ ჯანმრთელობას ვეღარ შეწვდება.
იმ წლებს დავლოცავ, შეალია რასაც სიცოცხლე,
ტკივილს და განცდას მოთმინებით გულში დამალულს,
იმ დედას ვლოცავ, ძლიერ ხელს რომ გამოგიწოდებს
და აგარიდებს სახეს ჯაფით, შრომით დაღარულს.
იმ თვალებს ვლოცავ, რა თვალებიც შვილებს ამშვიდებს,
ლოცვა-კურთხევით ნაჩურჩულებ სიტყვებს ხატის წინ.
იმ ქართველს ვლოცავ, აღმართები რომ არ აშინებს,
გულში იმარხავს თუ რამ ტკივილს ტანჯვას განიცდის.
იმ ხელებს ვლოცავ ნაჯაფარს და ნაოჭით სავსეს,
რამაც ოჯახი გამოკვება წლების მანძილზე,
იმ დაღლილ ბეჭებს, საქართველო ტვირთად რომ აწევს,
დედას ლუკმა რო