მე მიკვირს,
როცა ამბობენ,
ჯერ ისევ ცრემლიანი თვალებით,
ტკივილები კვდებიანო
და
უხარიათ.მიკვირს,
რადგან
ყველა ტკივილი,
რომელიც
ჩემში იყო
და
მოკვდა,
ვერ მივაქციე ყურადღება,
ვერ გამოვასვენე გარეთ,
ვერ ავუგე წესი,
ვერ დავუტირე
და
ვერ დავმარხე.ყველა ტკივილი,
რომელიც
ჩემში იყო
და
მოკვდა,
ძალიან ნელა
და
მძაფრად გაიხრწნა.მათი საშინელი სუნი
ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ჩემი სულის ბათქაშჩამოყრილ კედლებს,
მეშინია,
ერთ დღესაც გულში ჩამიკრა
და
იგრძნო,
მაშინვე მკვდრეთით აღსდგებიან.მათ ვეღარავინ ანუგეშებს,
მათ ვეღარავინ გაიზიარებს,
მათ ვეღარავინ დანებდება,
მათ ვეღარავინ მოითმენს.ისინი მხოლოდ უნდა გახსოვდეს,
როგორც
სიბერეში შესულს უკანდასაბრუნებელი გზა.ნუ ჩაიხედავ ჩემს თვალებში,
ჩემი თვალები ტკივილების სასაფლაოა
ხშირად გაიღიმეთ,დარდები დამალეთ, ფანჯრიდან აფრინეთ ბავშვივით ბუშტები, მოიგეთ, მოიგეეეეთ!!!!!სიკეთით მოიგეთ, ამ ქვეყნის სულ ყველა ჭორი და ცუდები!!!!! დაიწყეთ იქედან საიდან გინდოდათ, ცხოვრება მოხატეთ ფერადი ფუნჯებით, რიჟ-რაჟზე გააღეთ ფანჯრები ფართოდ და წლებს მიღმა წასულმა თქვით-უკან ვბრუნდები. ხმამაღლა იმღერეთ როცა მოგინდებათ, წვიმაშიც იარეთ მაღალი ქუსლებით, არასდროს იფიქროთ - ვაიმე,რაღა ვქნა, ვინმე გამჭორავსო,ან ცუდი ვიქნები..... აკეთეთ ყოველთვის რაც გულს მოუნდება, აავსეთ ოთახი გვირილის შუქებით, სანთლები დააწყვეთ რაფებზე,კიბეზე, მინდვრად ითამაშეთ ნარინჯის ბურთები. მისწერეთ!უთხარით თუ როგორ გიყვართ და სიყვარულს უხდებით გიჟური ბუნებით, აჯობეთ...აჯობეეეეთ! სითბოთი აჯობეთ, უფრო გალამაზდით თუ კი ა
,, სიყვარულისთვის ! აი ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა.. !! და არავინ არ თქვას , რომ სიყვარული ომი არაა !! ომია სადაც დაჭრილიც კი უნდა წამოდგე , გულმოკლულმა ტკივილს უნდა გაუძლო. არავინ თქვას გოგო ამაყი უნდა იყოსო! თუ ბიჭს უყვარხარ შენც უნდა დათმო შენი სიამაყე.. ნამდვილი სიყვარული განშორებასაც უძლებს და ყოველდღიურ სიახლოვესაც. ნამდვილ სიყვარულს ბევრი მტერი ყავს , და არავინ , თითქმის არავინ ახლობელი. ის იმდენად იშვიათია , რომ ხშირად მისი აღქმაც კი გვიჭირს. დღეს ,, რომ რაღაც გართობას სიყვარულს ეძახით , ბინძური თამაშია. სიყვარული კი წმინდაა..!! ისევე როგორც უფალი .. სათუთია , როგორც თხელი შუშა.. თბილია როგორც მზე და ნათელი როგორც ლურჯი ცა.. !!! ცეცხლივით გიზგიზებს ჩვენს გულებში..!