საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად, 3 აპრილს კობახიძის ბრძანებით გათავისუფლებული გენერალ-მაიორის, შალვა ლომიძის ნაცვლად, ირაკლი ბერაია დაინიშნა.
ვინ არის ირაკლი ბერაია
განათლება საქართველოს დიპლომატიური აკადემია - სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები - საგარეო პოლიტიკური დიპლომატია; ვესტმინსტერის უნივერსიტეტი - სპეციალობა: დიპლომატიის მაგისტრი სამუშაო გამოცდილება:
2015-2016 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად;
2012-2015 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი იყო;
2012 წელს „ქართული ოცნებიდან“ სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი გახლდათ;
2007 წელს კი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მუშაობდა ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორად.
სხვათა შორის, ირაკლი ბერაიამ საზოგადოებას არაერთხელ შეახსენა თავი სკანდალური განცხადებებით. ერთ-ერთი ეს იყო: