როს ფიქრები ცაში აგაფრენენ, არ იფიქრო სხვაზე არაფერზე, აიშლება თმები საფეთქელთან, ტყემალი რომ თეთრად აფეთქდება. თუ კი გაზაფხულის ცეცხლმა დაგანელა, მიენდობი ალბათ ბედის საქანელას, ოცნებასაც თუ ვერ გაიბედავ, სიცოცხლესაც წუთში გაირბენ და... (გ.მ.)
  • Класс
შენი დაკარგვა წვიმიან ამინდებში ყვავილების მორწყვას ჰგავს. გკარგავ ბევრჯერ და გკარგავ გამეტებით. ყოველი დაკარგვა ახლიდან ისევ შენი პოვნითაა სავსე, ახლიდან შეყვარებით, ახლიდან შენით გავსებით. გკარგავ და გპოულობ და ასე მარადიულად, რადგან ყოველი დაკარგვა ფანტომურ ტკივილს მაყენებს. უშენო დღეები ფურცლის კუთხეში მორჩენილ იმ ცარიელ ადგილს ჰგავს, მზის დახატვა რომ დააპირეს და გადაიფიქრეს. უშენო დღეები იმ შემოდგომას ჰგავს, ხმელი ფოთლები ხეებზე რომ შეირჩინა, როგორც მკვდარი თევზები დამშრალმა მდინარემ. უშენო დღეები იმ მგზავრს ჰგავს, რომელსაც დაავიწყდა სად მიდიოდა და ბოლო გაჩერებაზე ჩამოვიდა. დავდივარ თოვლიანი თვალებით და დროდადრო მახსენდები, როგორც ქარიშხლიან დღეებში მშვიდი გამონათება. დავდივარ თოვლჩ
იქნებ გიყვარვარ? ესეც იმედი.. ჩემი ოცნების და რწმენის ბუდე. გადავეშვები ოცნების ზღვაში, არვიცი ზღვარი.. არვიცი ზღუდე.. იქნებ გიყვარვარ? მინდა მოხვიდე, გულში ჩაგიკრა.. იცი? დარდებმა გამაფერმკრთალეს.. და ამ თვალებშიც ცეცხლი ჩამიქრა.. იქნებ გიყვარვარ? აუუუ, რას ვფიქრობ? ვეღარ გაგითბე გული დამზრალი.. მზე მიიმალა, და ჩემთვის ცივი დადგა ზამთარი ... მოვა აპრილი , იქნებ გამათბო , შეცივნული და ნაზამთრალი. ................................. იქნებ გიყვარვარ? ოხ ეს იმედი.. (გ.მ)
გაზაფხული შემოსულა, ლენ, ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს... მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს, თეთრი ტილო მომიქარგე შენ! გაზაფხული შემოსულა, ლენ! მოგანატრე სათიბი და ტყე, სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის, შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის და ცისფერი, უბორკილო დღე ... მოგანატრე სათიბი და ტყე! აწი აღარ გაგაჩერებ შინ, აწი ოჯახს ვერ დარქმევ ”დილეგს”, მკვირცხლი ბიჭი შეუყენე ბილიკს - მწევარივით გამიხტუნე წინ! აწი აღარ გაგაჩერებ შინ! გაზაფხული შემოსულა, ლენ, რია-რია გაუმართავთ ჩიტებს ... მე გიყიდი ყვავილიან ჩითებს, თეთრი ტილო მომიქარგე შენ! გაზაფხული შემოსულა, ლენ! (მ.ლებანიძე)
ისევ ძველებურად დავდივარ ჩემთვის, და ისევ ქარის წისქვილებს ვებრძვი, ჩერდება წამი ... უეცრად ვხვდები, ვერ ვამჩნევ სამყაროს,ვერ ვხედავ ვერვის. ჩაბრუნებული, საკუთარ თავში, სულში თეთრ სევდად შეგამჩნევ მერე, მიმოვიხედავ მზეს ვეძებ ცაში, ვეძებ სამყაროს ნაირფერ ფერებს. შენი სახება კვლავ მიცოცხლდება, და სულს ვთხოვ პასუხს ჯიუტად მწარედ, რაა მთავარი , რაც შიგნით ხდება, თუ ის,ძალით რომ ვაგდებ სიყვარულს გარეთ. (გ.მ.)
მოდი უმიზეზოდ შევხვდეთ, თუნდაც ერქვას ამას გვიან. რადგან ამდენი წლის შემდეგ, ისევ სიყვარული გქვია. მერე გავიხსენოთ ერთად, როგორ ვსაუბრობდით ჩუმად. სულ რომ ემოცია გვეცვა, და რომ ერთმანეთი გვსურდა. ისევ შევახვედროთ ჩვენი, თვალის ფერები და ფრომა. ისევ დავინახო შენი, ყელი, რომ მართმევდა კოცნას. მერე მოვიქცევი ისე, ბავშვურს რომ ეძახდი? გახსოვს? მე რომ ვიგონებდი სიტყვებს, შენ კი იცინოდი ამ დროს. ისევ საღამომდე გნახავ, მერე მიგაცილებ სახლთან და თავს რომ დამადებ მხართან, ისევ თბილად გეტყვი, კარგად. მოდი კიდევ ერთხელ შევხვდეთ, სანამ დრო დაარქმევს გვიანს. რადგან ამდენი წლის შედმეგ, ისევ სივყარული გქვია. გიორგი ჩომახიძე
სწორად შემიფასე , ასე ოცნებიანს, ღაწვზე ოცნების ცრემლი რომ დაგორდა, შენი სახება მაგონებს იდილიას, რა იდუმალი ხარ ... მუდამ გეტყვი და... ყველა ვარსკვლავი ღამის ხომ შენია, მღელვარე ზღვა ხარ ,უსაზღვროება, შენში ტალღების აურზაურია, და მინდვრის ყვავილების უმანკოება. ცისფერ თვალებში ზღვა და ინტიმია, ზღვაზე ქარისცემა არღვევს იდილიას, რამდენი ხანია ცრემლით აღარ მიტირია, უსაზღვროდ მიყვარხარ, რა გასაკვირია. რა იდუმალი ხარ ... ზღაპრულო ფერიავ, ნახატი და-ვინჩის თუ დიდი ვან გოგის, შენში უსაზღვროდ ბევრი ფერია, მუსიკა შუბერტის, ბახის და მოცარტის. სწორად შემიფასე , ასე ოცნებიანს, ღაწვზე ოცნების ცრემლი რომ დაგორდა, შენი სახება მაგონებს იდილიას, რა იდუმალი ხარ ... მუდამ გეტყვი და... (გ.მ.)
მოგვთა საჩუქრები ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი. სულ ეს იყო. აქედან სამოცი ცენტი ბაყლებთან და ყასბებთან ნაყიდი საქონლის ზუსტ საფასურზე ატეხილი დავის შედეგად რუდუნებით შეგროვილი ერთპენიანი მონეტებისგან შემდგარი წვრილი ფული იყო. დელამ სამჯერ გადათვალა ეს ფული - ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი. მეორე დღეს კი ქრისტეშობის დღესასწაული იყო. ამ ფულით იგი ვერაფერს იყიდდა. დელა თავის დანჯღრეულ ტახტზე დაეგდო და მწარედ აქვითინდა. მძიმე წუთებში ადამიანი სულიერი მდგომარეობის სამ ეტაპს გაივლის: ჯერ სასოწარკვეთილება იპყრობს, მერე მშვიდდება, შემდეგ კი ეღიმება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ იგი საბოლოოდ შეეგუა თავის მდგომარეობას. ამ ეტაპებიდან მთავარია მეორე - დამშვიდება. ვიდრე ჩვენი გმირი დამშვიდდ
Показать ещё