გადაუხდელი ვალი *** ჩანს გავიყოლებ ცხოვრების ვალებს, რამდენი ნატვრის ვიყავ მხმობელი, მხრებში მომხარა, ისე მაწვალებს, ვერ გადახდილი სამადლობელი, ტკივილებისგან შევკარი მუჭი, ცივ შუბლზე მაყრის წვეთები ოფლის, დამრჩება სულზე ცოდვების ჭუჭყი, დრო, ჰაერივით რომ აღარ მყოფნის. გვერდით ჩამოვლილ მომღიმარ მგზავრთან, არიდებული თვალების მერე, დამრჩება ქენჯნა სინდისის რათა, ვერ გავიმეტე, არ მოვეფერე. მამის კერიავ დაგიხშე კარი, ზურგი გაქციეთ საფლავთა ჩრდილნო, ჰოი, რამდენი დამრჩება ვალი, უსხლავი ვაზის უცრემლო ძირნო. მარტოდ ნატეხო ღამეთა კვალო, მოხუცო დედავ, მომხვიე ხელი, მე, შენი ვალი როგორ დავთვალო, დამრჩება ისიც გადაუხდელი. ვიდრე ჩემსავით არ ჰგავხართ ჩავლილს, გეტყვით, მოკლეა ამ სოფლის შარა, ნუ დაუწუნებ
group53294491304063

ნანა მეფარიშვილის პოეზია

Изменена обложка группы

ენავ ღვთისა *** ოი, ენავ თავ-კვეთილო, მტვერ-მიყრილო, ხავსიანო, სიყვარულის გაკვეთილო, მჭრელზე-მჭრელო, ბასრიანო. საძირკველო, წმინდა თესლო, არა-ერთგზის ნაპარავო, უკეთესზე უკეთესო, შეწირულო წმინდა კრავო. ოი, ენავ დედამიწის ღერძო, დიდი წმინდა რვალით დასაბამით შენთვის იღწვის, წმინდანების მთელი ჯარი. ოი, ენავ, თავად ღმერთო, ასო-ჩუქურ-თმებიანო, ერთო არა, ერთად-ერთო, საგალობელ-ხმებიანო. ოი, დედის ნაცრემლარო, შებნეულო აკვნებს ბაფთად, სისხლის წყარო, სულის წყარო, მადლს აბრუნებ ერთი-ათად! ოი, მამის ნალოცავო, ძის სხეულში განღმრთობილო, ძველზე, ძველო სალოცავო, ძირში მწარევ, მაღლა ტკბილო. სასიმღეროვ, საქუხარო, გინახავნენ დღემდე მითად, დღეს ცრემლებით საწუხარო, ხვალ სათქმელო ბრძანებითად! ვინ
  • Класс
მზე სიმართლისა **** გუგუნებს მთები, რა ხმაა, რა ხმა, ჯაჭვების ჟღარუნს შეუძრავს კლდენი, ხე სიცოცხლისა, ვინა სთქვა გახმა, ანდა შემოკლდა სოფლისა დღენი. წამოდგებიან გოლიათები, მზე ცხრავე სხივზე შეკიჰდებს ანბანს, წმინდანები და ცამდე მართლები, მამულზე ნამდვილს გვეტყვიან ამბავს. ნიშა ხარივით იბღავლებს მიწა, და გამოჟონავს სისხლი წვეთებად, ვინაც ყოველი სამშობლოს მისცა, ღირდა სიკვდილად, გულის ხეთქებად. სითბო განკურნავს სულს ნაშიმშილებს, ფესვებს გაუხმობს ბარდსა და ეკალს, ადამიანებს, როგორც ღვთის-შვილებს, თავად უფალი გაუხსნის ზე-კარს. მიცვალებული აღდგება ენა ბნელეთს გააპობს მისი ლამპარი, საქართველო კი, ოჰ, იმოდ-ენა, გახდება, ვიტყვით ახდა ზღაპარი. ზღაპარი, ჩვენი ბავშვობის მითი, წიგნი სიმა
ხელს ნუ გამიშვებ -------------------------- დღეს, მერამდენედ შემიტყუა ფიქრებში შიშმა, აღსარებაში დავიწყებულ ცოდვებზე ვდარდობ.. თუ სინანული, შენგან გულში წყალობად იშვა, ყველა ნაფიქრალს საკურთხევლის სიწმიდეს ვანდობ. მიგიკრავს მკერდზე ქალს მარიამს ქვეყნის გამჩენი, მუხლისთავებით და გოდებით მოვდივარ შენთან, გულს სიხარულად შეურგია სხვა დანარჩენი, ყველა ტკივილი, განსაცდელი, თუ გულისხეთქვა. ის დღეც დადგება, უსხეულოდ მოგიტან ჩემს სულს, დიდი მადლია, ხორცს გალეშილს მიწით ჰფარავდე, დე, იყოს ნება შენი ისე, როგორაც შენ გსურს, ოღონდ დედაო, არ გამიშვა ხელი მანამდე... ნანა მეფარიშვილი
უბრალოდ გიყვარდეს *** გაბზარულ სარკეში ნაცნობი მიმიკა, წარსულის დღეები შეკრული წიგნებად, სიცოცხლე ხან-მოკლე, ნამდვილი ლირიკა და გზები, რომელიც გიღირდა მიგნებად. მისია, საწუთრო ძალად რომ გავალებს და თავად სამყარო, გრძნობების კორიდა, ზურგს უკან იტოვებ თვალ-უწვდენ ტრამალებს, რომ მერე ცხოვრებას უყურო შორიდან. არ სცხრება ტკივილი, გახსენებს მაშინდელს, ოცნებობ აპრილი კვლავ ამოგიყვავდეს... ვიდრე ხვალ სიცოცხლე სიკვდილით წაგშლიდეს, გიყვარდეს, უბრალოდ გულიდან გიყვარდეს. /ნანა მეფარიშვილი/
დრო *** სხვადასხვა ფერის თვეები წელთა და ოთხნაირი მისი დროება, ო, როგორ მინდა სიბერის დღეთა. ბავშვობის სახლში განმარტოება. სითეთრე ზამთრის, სიმძიმე ლეშის, სულს შებნეული მუზის ფურცელი, ნაცნობი სუნი ბუხრის და შეშის, სუყველაფერი ირგვლივ უცვლელი. მოგონებებთან გაშლილი ტაბლა, ჭოტის კივილი წყვდიადის იქით, მიმობნეული ლექსები დაბლა, ბომბორა მთვარე დაღლილი ფიქრით. მტვრიან საათზე ჭიდილი ჟამთან, სხვადასხვა ფერის ოთხი დროება, ჩემში შემოსულ ხანდაზმულ ქალთან, ძველ სახლში მინდა განმარტოება. /ნანა მეფარიშვილი/
მივდივარ *** მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი, ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ, მერწმუნე, ეს წასვლა, არ არის ადვილი, გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ. შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები, გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე, წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები, ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე. მეგონა სულ მცირე სინანულს მომცემდი, მიკივის სული და, თვალთმაქცად მშვიდი ვარ, შენ ხომ მე, ყოველთის ასე მაოცებდი, ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ. არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა, მივათრევ სიცოხლეს დროებით ნათხოვარს, ვიცოდი, არ ვიყავ მე შენი ნეკნიდა, ჩათვალე, გზად შეხვდი გრძნობების მათხოვარს. მათხოვარს, თუმც არა ღირსება წართმეულს, გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი. გიტოვებ ღამეებს საშ
ისუნთქეთ ისე, რომ ჰაერი დაეტყოს ფილტვებს და სიყვარულის ენერგია გაეცით გზა_გზა, დე, დაიღვაროს იგი როცა გული ვერ იტევს, დე, ყველა გამვლელს სიხარულით აებნას თავგზა. /ნანა მეფარიშვილი/
  • Класс
Показать ещё