ჩაგიფიქრე ჩემი რა ხარ
მე კი ვიცი ვინც ვარ რაც ვარ
აფრენილი ცაში ზღვა ვარ.
ვერ ვპოულობ ჩემს თავს სად ვარ
ამ სიზმარში რაღაც სხვა ვარ
გადავედი სხვაგან სხვაგან
არ გამიშვა.... სად ხარ სად ხარ.
მივაკითხე სევდას არ ვარ
მეკითხება სული რა ხარ?
ამეკიდა ეჭვიანი ფიქრის დილა
ღმერთო სად ხარ...
დავიკარგე...
არც მინდება რომ ვიპოვო
ჩემი თავი ,აქ მშვიდად ვარ...
საოცრებებს ვათამაშებ
ხელის გულზე,სხვისი ხმა მაქვს...
ყველა ნორმა დავარღვიე
ცრუ სიგიჟე გავაბნიე
არ ჭირდება მოგონება ჩემი
გრძნობის დანაპირებს....
ვერ გპოულობ...
ვეღარც ჩემში ვეღარც სხვაში...
დავიღალე...
უსასრულო წერტილები
თოვს და წვიმას არ აპირებს...
გრძნობა ყველა შემოგწირე
ვერ ვკითხულობ ჩანაფიქრებს
სანამ შენში ეჭვიანი
თებერვლის თვე განმადიდებს
ჩემი ფიქრის
ყველა რითმის
ყველა სიტყვის
ყველა დღისთვის
სიცოცხლისთვის თქმას ვაპირებ:
რომ დამშვიდდეს...
მე ნუ მებრძვის...
დიდხანს ყოფნას
არ ვაპირებ!
დ ა ვ ი ღ ა ლ ე...
(ზანგური ბესო
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1