"საქართველო იქნება სტაბილური მოკავშირე ყველა მისი მეგობარი ქვეყნისა. საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც საერთაშორისო პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, როგორც ქვეყანა, რომელსაც, მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებისა და მდებარეობისა, ერთნაირად კარგი ურთიერთობა აქვს ყველა თავის მეზობელთან, ამავე დროს, არ ავიწყდება საკუთარი კუთვნილი და რამდენიმე საუკუნის წინ დაკარგული ადგილის დაბრუნება ევროპულ ოჯახში, ევროპულ ცივილიზაციაში. როგორც უძველესი ცივილიზაციის ქრისტიანულმა ქვეყანამ, ჩვენ ეს ადგილი აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ. ჩვენი კურსი არის ევროპული ინტეგრაცია. დროა, ევროპამ საბოლოოდ დაინახოს და დააფასოს საქართველო, გადმოდგას ჩვენკენ ნაბიჯები და, ამ მხრივ, ჩვენ პირველი ნიშნები უკვე ნამდვილად გვაქვს სახეზე. შემთხვევით არ ავწიეთ დღეს ევროპის დროშა, ეს დროშა საქართველოს დროშაც არის იმიტომ, რომ გამოხატავს ჩვენი ცივილიზაციის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის არსს და ჩვენი მომავლის პერსპექტივას და ხედვას.
ამავე დროს, ჩვენ მადლობელნი ვართ და ვაფასებთ იმ დახმარებას, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაგვიწია, მაშინ, როცა საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მეგობრის ზურგი, მეგობრის ხელი, ამერიკა დადგა საქართველოს გვერდზე. როგორც ევროპულმა ქვეყნებმა, რომელსაც ამერიკა დაეხმარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არ დაივიწყეს, ჩვენც არასდროს დავივიწყებთ ამას და ქართველი ხალხი მადლიერების გრძნობას თავის მომავალ თაობებს გადასცემს." https://www.facebook.com/watch/?v=806294851356095
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев