დედის გულისტკენა-დანაშაულია...
მისი ცრემლები კი-სასჯელი...
თუ ვერ გაახარებ,ნუღარ ააცრემლებ-
მის დიდ მოწყალებას დასჯერდი...
გული მოუკვდება,დარდი მოერევა-
სუნთქვა შეეკვრება წამებით.
უნდა გაუღიმო,უნდა გააღიმო-
ქვეყნად შეუცვლელის თვალები...
თუა წვიმიანი,უნდა ეცადო და,
ცაზე გამოჰფინო დარები...
შენ რომ შეგეშლება,დედა იტანჯება,
ძილს არ აკარებენ ქარები...
დედას ვერვინ შეცვლის,მისი ხელისგული,
შვილის მკურნალია-წამალი...
დედის თვალებიდან ცრემლი თუ ადინე-
შენთვის ყოფილიყოს ალალი!..
დედა-ერთადერთი,შვილზე გადამკვდარი...
თავად არაფერი არ უნდა...
შენთვის ემეტება მთელი მთა და ბარი-
დედის გახარებას რა უნდა!..
ია ნანეიშვილი.