„დორტმუნდის ბორუსია“ ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს, რომ აღარ დაუშვას 2014/15 წლის სეზონის მსგავსი ჩავარდნა.
AS და Bild ინფორმაციით, დორტმუნდელთა სამინზეს წარმოადგეს „ბარსელონას“ მეკარე ტერ შტეგენი და „მადრიდის რეალის“ ნახევარმცველი სამი ხედირა.
AS აღნიშნავს, რომ ორივე ტრანსფერი ნაკლებსავარაუდოა. „ბარსა“ არ აპირებს ტერ შტეგენის გაშვებას, რადგან ვერ შეცვლის მეკარეს ფიფას მხრიდან სატრანსფერო აკრძალვების გამო. ხედირათი კი „ბორუსიასთან“ ერთად დაინტერესებულია „ბაიერნი“.
მიუნხენის "ბაიერნის" ვინგერმა, არიენ რობენმა, შეაფასა საკუთარი გუნდის გუშინდელი მატჩი "კიოლნის" წინააღმდეგ, რომელიც მიუნხენელებმა საკუთარ დაბადების დღეზე, 4:1 მოიგეს ალიანს არენაზე, ბუნდესლიგის 23-ე ტურის ეგიდით.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, "კიოლნს" სამი მშვენიერი მომენტი ჰქონდა, მაგრამ "რეკორდმაისტერის" კარის დარაჯმა გადაარჩინა საკუთარი გუნდი.
"მატჩი, ცოტათი უცნაური გამოდგა. კარგად დავიწყეთ, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო ათი წუთის განმავლობაში, სისწრაფეები შევამცირეთ. უნდა ვთქვა, რომ გამარჯვება ნოიერმა გაგვიფორმა. მან, რამდენიმე მსოფლიო კლასის სეივი განახორციელა", - განაცხადა ჰოლანდიელმა.
პორტუგალიელ სუპერფორვარდს უკვე ხუთი სეზონია 30 ბურთზე მეტი გააქვს ესპანეთის ჩემპიონატში.
გუშინდელ შეხვედრაში „ვილიარეალთან“ გატანილი გოლი კრიშტიანუსათვის სეზონის 30 გოლი იყო, და გახდა პირველი მოთამაშე საფეხბურთო ისტორიაში, რომელსაც ხუთი სეზონი ზედიზედ გააქვს 30 ან მეტი გოლი ევროპის ერთ-ერთ წამყვან ჩემპიონატში. 25 ტურის მანძილზე კრიშტიანუმ მოასწრო 30 გოლის გატანა, წინა წლებში კი მისი შედეგები იყო 31, 34, 46 და 40 გოლი გასულ წელს.
დეივ ჰოლიდეი, ჯიმი გრივაზი და ლიონელ მესი - არიან ის ფეხბურთელები რომელებსაც 30 ან მეტი გატანილი ბურთი აქვს