გაუღიმებელი სული დამაქვს
ქვეყანა ჩემთვის ცივია,
სხვა რა ვთქვა თვითონ გულიანად
ერთხელ არ გამიცინია......
ხომ დაუშვრელად გახარხარე
ჩემ ბედს მტერსაც არ ვურჩევ,
ერთხელ არავინ არ გამახარეთ
ღიმილიც კი ვერ მომგვარეთ ტუჩზე.....
..ღიმილით მეფეც კი დამიმარცხებია
სიცილით დავჯაბნი სიკვდილს!
..მას გაუმარჯოს რაც კი ჩემია
სიცილს ! სიცილს !
მე ცაში ვისვრი სამეფო ნიღაბს
თვალებს ცრემლებით ვივსებ,
ერთხელ გამაცინეთ თუ ღმერთი გრწამთ
მე რომ გაცინებდით ისე...
ჩემს სახლში სტუმრად დაგიგულოთ
გულით შევუკეთო ბუხარს,
მოდით სიცოცხლე დაგიბრუნოთ
ცუდ გუნებაზე თუ ხართ...! // მზია კვირიკაშვილი //