1890 ჭლის 20 აპრილს , ბათუმის ციხეში სიკვდილმისჯილთა სასჯელი სისრულეში უნდა მოეყვანათ მეორე დღეს... საღამოს ექვსი საათი იქნებოდა ციხეს ვეწვიე, რათა ქრისტიანი პატიმრები უკანასკნელად მეზიარებინა...
როდესაც დათა მიქელაშვილთან შევედი ის ფეხზე იდგა და სარკმლიდან ცას უყურებდა, ისე შემომხედა თითქოს სასიკვდილოდ მე მამზადებდნენ მას კი ვეცოდებოდი...
-აქამშვიდობა!
-ეჰ.. მამაო, რა მშვიდობა უნდა იყოს აქ?!.
-შვილო გეშინია ტანჯვისა?
-ვისაც ტანჯვისა ეშინია, ის უკვე იტანჯება შიშისაგან...
-და რად დაბრუნდი შვილო?!.
-რად მომაკითხე მამაო?!.
-უნდა გაკურთხო შვილო ჩემო
პატიმარს მწარედ ჩაეცინა...
-რა გაცინებს დათა?!.
-ბაბუა შესაწირად გამზადებულ საქონელს აკურტხებინებდა...
-მერედა ყოფილიყავი და გემწყესა , ბაბუაშენის ს