,,გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის."
პეტრე გრუზინსკი ბაგრატიონი.
...Бывает минута, когда волшебная дверь распахивается
и в жизнь входит солнце.
Редкая минута, когда распахиваетесь вы сами.
Плывете, словно в невесомости.
Мчитесь по автостраде без ограничителей.
Все становится предельно ясным.
Вместо вопросов одни ответы.
Вместо страхов - любовь.
Важно запомнить эти минуты.
Они редко длятся, превращаясь в часы...
Гийом Мюссо
ახლა მე გაზაფხულს ველოდები,
ველი იმ სანატრელ ია-იებს,
მანდ თუ წამოვედი ჩემო დედი,
ალბათ სიყვარული მაპატიებს.
მთაზე როგორაც ხე მარტოსული,
ისე ვაშრიალებ ლექსის ფურცლებს...
უკვე მალე მოვა გაზაფხულიც,
ტკივილს თბილი მიწა გამიყუჩებს...
ლექსში ვიბადები, განა ვკვდები,
ვწუხვარ, რომ შევძელი მეტად მცირე,
მანდ თუ წამოვედი ჩემო დედი,
ამას სიყვარული მაპატიებს.