ბევრჯერ ვიფიქრე ბევრჯერ ვიფიქრე"რად მინდა ლექსი,თუ,სიზმარივით აღარ დარჩება?!თუ არ იმძლავრებს ვით,მუხის ფესვი.როგორც,სიცოცხლე და გადარჩენა?!" დავწვი,დავხიე,ქარს გავატანე, როგორც,სიცოცხლის წუთივით,ბევრი!ეჰ,გული მაინც ამოვატანე.თითქოს,ზღვის ტალღებს ემსხვერპლა გემი. მაინც დავწერე!ვერ მოვიშალე! ვერ მოვიშორე სულის აჩრდილი. ლექსით,ცრემლები მე შევიმშრალე,ყელში რომ მქონდა მუდამ გაჩრილი. გაწვიმდეს,ლექსის წვიმა დამიშვას.ლექსი,სიცოცხლეს რომ ჰგავს,იმგვარი!ლექსი სულ უნდა ჰგავდეს ქარიშხალს.ხან,წყარო იყოს,მზე და გრიგალი. ახლაც,ლექსების შემოვრჩი მწყემსი.ალბათ,ვით წყარო,აღარ დაშრება.ბევრჯერ ვიფიქრე,რად მინდა ლექსი,თუ,სიზმარივით,აღარ დარჩება?! მამუკა უნგიაძე
მარყუჟივით მიჭერს ცოდვა სრული მარყუჟივით მიჭერს ცოდვა სრული.გაზაფხულის დაწყებამდე,ითოვს..ხშირად,სხეულს ისე წყდება სული,ხარაჩოდან ჩამოვვარდი თითქოს. სუროსავით მომეხვია მიწის, ეკალი და სარეველა მახრჩობს. უფლის სული,ვარსკვლავივით იწვის.უღვთო სული,ექოსაც კი ახშობს. ცის და მიწის შუა გავეჩხირე.. მაინც მწამდა!კენწეროს არ ვხრიდი!ეს წერტილიც,თუ გადავარჩინე,რაღაც,მაინც შემრჩენია,დიდი! აგურ,აგურ ავაშენე სული.მიწა,ბევრს და ზეცა ცოტას ითხოვს!მარყუჟივით მიჭერს ცოდვა სრული.გაზაფხულის დაწყებამდე ითოვს. მამუკა უნგიაძე