KAPANADZEEBOO GENACVAALET
კაპანაძეები (მგელის მჭამელები) ძველთაგან ლიხთ-იმერეთს ცხოვრობდა რიცხვმრავალი გვარი კაპანაძისა. ქართულ საისტორიო საბუთებში გვარი ”კაპანაძე” XV საუკუნიდან ხსენდება. 1429-1452 წლებში დემეტრე მეფემ სასისხლო სიგელი დაუმტკიცა დავით კაპანაძეს. კაპანაძისეული მამული ხსენდება მუჯისეთუბანში 1558 წლის ერთ საბუთში, ამ მამულს ქუთაისის საყდრის გადასახადი სდებია. XVII საუკუნეში ჩხარის ციხის მეციხოვენნი ყოფილან დათვია და სეტია კაპანაძენი. XVIII საუკუნეში სვერის ციხის მეციხოვნედ სჩანს დათია კაპანაძე. ამავე საუკუნეში საბუთებში ხსენდებიან ხუცესი მახარებელი და ხუცესი გიორგი კაპანაძენი. XVII-XVIII საუკუნეებში იმერელი კაპანაძენი შიდა ქართლში თავად ფალავანდიშვილთა, ამირეჯიბთა და ამილახვა