მოგეხსენებათ, რომ უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ "მილანი" და მადრიდის "ატლეტიკო" განიხილავენ ფერნანდო ტირესი-ალესიო ჩერჩის გაცვლის საკითხს.
ესპანური პრესის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, წვრილმანებიც მოგვარდება, დოკუმენტები გაფორმდება და უახლოეს მომავალში ბარტერი ოფიციალურად დადასტურდება.
ტორესი ამჟამად ორწლიანი იჯარის წესით იმყოფება "მილანში", მისი კონტრაქტი "ჩელსის" ეკუთვნის და იჯარის დარჩენილ ნაწილს, 18 თვეს გაატარებს ვისენტე კალდერონზე. ჩერჩიც 2016 წლამდე ითამაშებს სან სიროზე.
შეგახსენებთ, რომ ტორესისთვის "ატლეტიკო" მშობლიური კლუბია, სადაც 2001 წელს დაიწყო კარიერა, 19 წლის ასაკში გახდა კაპიტანი და ექვსი ჩინებული წელი გაატარა მადრიდში.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев