ჩიტის რძე.
ცომი: 2 კვერცხი და 1 ჭიქა (200 გრამიანი) შაქარი ავთქვიფოთ + 3 ს.კ თაფლი + 3 ს.კ რძე + 1 ჩ.კ სოდა-ძმრით, მწიკვი მარილი და ვანილი.ფქვილი 3- 4 ჭიქამდე. ეს მასა (ფქვილის გარდა) შემოვდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ სულ სანამ არ ამოფუვდება და ფერს არ შეიცვლის,შემდეგ ვიწყებთ ფქვილის დამატებას ნელ
ნელა ცეცხლზევე ,უკვე ერთ მასად რომ შეიკვრება გადმოვიგებთ სამუშაო მაგიდაზე და გადავზილავთ ,უნდა მივიღოთ ნაზი ცომი. გავყოფთ 3 ნაწილად ,დავასვენებთ 20 წუთი და გამოვაცხობთ გახურებულ ჟარუნაზე,ძალიან მალე ცხვება.
კრემი: ნახევარი ლიტრი რძე+ 1 ჭიქა შაქარი + 4 ს.კ ფქვილი .მოვადუღოთ ფაფა და რომ გაცივდება შევათქვიფოთ კარგად ათქვეფილი 250 გრ.კარაქი + ვანილი.
გლაზური: 3 ს.კ კაკაო + ნახევარი ჭიქა შაქარ
როგორ შეიძლება დედა არ გიყვარდეს-
დედის სხეულიდან როცა დაიბადე?...
როგორ შეიძლება დედას გაუჯავრდე,
ყელზე მოახვიო მწარე დარდის ბადე?
როგორ შეიძლება აღარ დაუჩოქო,
თუნდაც მუხლებიდან სისხლმა გადმოხეთქოს...
როგორ შეიძლება ისე მოიქცე რომ,
შენ რომ გაგიყო ის გული გაუხეთქო?
როგორ შეიძლება ცრემლი მოადინო,
სულზე დაამჩნიო სისხლით ზიანები...
მთელი ცხოვრება რომ ბოდიშს მოანდომო-
უნდა მოურჩინო დედას იარები!
როგორ შეიძლება ხელებს უღალატო,
მთელი ბავშვობა რომ თბილად გატარებდა?
როგორ შეიძლება დედის იმედების,
უცხო მდინარისთვის უღვთოდ გატანება?!
ია ნანეიშვილი